„კბილის სატექნიკო საქმე“ და „ფარმაცია (სააფთიაქო)“ პროფესიული სტუდენტებისთის ჩატარდა ტრენინგი:

ა/წლის 6 დეკემბერს შპს ორიენტირში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის „კბილის სატექნიკო საქმე“ და „ფარმაცია (სააფთიაქო)“ პროფესიული სტუდენტებისთის ჩატარდა ტრენინგი: ლაბორატორიაში უსაფრთხო მუშაობის და წესების დაცვა, უსაფრთოების ნიშნებთან, ინდივიდუალური დაცვის საშუალებებთან მუშაობა.ტრენინგი ჩაატარა კოლეჯის შრომის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა თემურ რაზმაძემ.

“გაცნობითი პრაქტიკა” ფარგლებში , იმყოფებოდნენ შპს “დენტას”

კბილის სატექნიკო საქმის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიული სტუდენტები, პროგრამის შემადგენელი მოდულის “გაცნობითი პრაქტიკა” ფარგლებში , იმყოფებოდნენ შპს “დენტას” ბაზაზე პროფესიული განათლების მასწავლებელთან თამარ ბერიშვილთან ერთად.

მომზადება/გადამზადების სასერტიფიკატო პროგრამაზე – „გერიატრიული ასისტენტი“ რეგისტრაცია გრძლდება!გერიატრიული ასისტენტი;

მომზადება/გადამზადების სასერტიფიკატო პროგრამაზე – „გერიატრიული ასისტენტი“ რეგისტრაცია გრძლდება!გერიატრიული ასისტენტი; მოკლევადიანი პროფესიული სწავლება სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან!პროგრამაში ჩართვისთვის აუცილებელია, მიმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს. მისამართი: თბილისი: აღმაშენებლის გამზირი 140ა; მოსკოვის გამზირი 25;სარაჯიშვილის გამზირი 1.

„სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობა“

პროფესიული გადამზადების პროგრამის „სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობა“ სასწავლო პროცესი დაიწყო ა/წლის 25 ნოემბერს.

საექთნო განათლების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელის

საექთნო განათლების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელის, ქეთევან გარსევანიშვილის შეხვედრა ამავე პროგრამის მოდულების პროფესიული განათლების მასწავლებლებთან.შეხვედრაზე განხილული იყო მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც ეხებოდა პროგრამის განვითარებასა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას თანამედროვე გამოწვევების შესაბამისად.

კოლეჯის მისიის, ხედვის და ღირებულებების გაცნობა ხელმოწერით დაადასტურეს.

2024 წლის, საშემოდგომო მიღების, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების პროფესიულმა სტუდენტებმა, კოლეჯის მისიის, ხედვის და ღირებულებების გაცნობა ხელმოწერით დაადასტურეს.

მიმდინარე წლის 25 ნოემბერს კოლეჯ ორიენტირში, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, დაიწყო სასწავლო პროცესი საშემოდგომო მიღების პროფესიული სტუდენტებისთვის.

მიმდინარე წლის 25 ნოემბერს კოლეჯ ორიენტირში, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, დაიწყო სასწავლო პროცესი საშემოდგომო მიღების პროფესიული სტუდენტებისთვის.პირველი დღე დაიწყო მილოცვით და ახლადჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტების გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები. სტუდენტებს, ასევე შეხვდნენ კოლეჯის დირექტორი და ადმინისტრაციის წარმომადგენლები სასწავლო პროცესის სპეციფიკისა და მათთვის მნიშვნელოვანი სსწავლების პროცესთან დაკავშირებული რეგულაციების გასაცნობად.

საექთნო საქმის პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის განსახილველად

მიმდინარე წლის 22, 23 და 24 ნოემბერს, ყვარელში ჩატარდა საქართველოს კარიტასის მიერ ორგანიზებული შეხვედრა საექთნო საქმის პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის განსახილველად. აღნიშნულ სამუშაო პროცესში მონაწილეობას ღებულობდნენ კოლეჯ ორიენტირის წარმომადგენლები. ნაყოფიერი შეხვედრისთვის მადლობა საქართველოს კარიტასს. საქართველოს კარიტასთან მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის, პარტნიორ კოლეჯებს და მათ შორის კოლეჯ ორიენტირს გადაეცა საპატიო ჯილდო.

მიმდინარე წლის 9 და 10 ნოემბერს , ჩატარდა კერძო კოლეჯების ასოციაციის მიერ ორგანიზებული ტრენინგი თემაზე – ხარისხის შიდა უზრუნველყოფის პრინციპები და ავტორიზაციის პირველი სტანდარტი, რომელსაც ბ-ნი კახაბერ ერაძე უძღვებოდა.

მიმდინარე წლის 9 და 10 ნოემბერს , ჩატარდა კერძო კოლეჯების ასოციაციის მიერ ორგანიზებული ტრენინგი თემაზე – ხარისხის შიდა უზრუნველყოფის პრინციპები და ავტორიზაციის პირველი სტანდარტი, რომელსაც ბ-ნი კახაბერ ერაძე უძღვებოდა. ტრენინგში მონაწილეობა მიიღო კოლეჯ ორიენტირის წარმომადგენელმაც. ტრენინგის მიზანი იყო კოლეჯების შესაძლებლობების გაძლიერება ხარისხის უზრუნველყოფაში.