შპს ორიენტირში, 2022 წლის 16 თებერვალს ონლაინ, zoom-ის პლატფორმით, ჩატარდა პროფესიული სგანმანათლებლო პროგრამის “აღმზრდელი” პროგრამის ხელმძღვანელის, ქალბატონ დარეჯან ბენდელიანის შეხვედრა/ვებინარი…

? შპს ორიენტირში, 2022 წლის 16 თებერვალს ონლაინ, zoom-ის პლატფორმით, ჩატარდა პროფესიული სგანმანათლებლო პროგრამის “აღმზრდელი” პროგრამის ხელმძღვანელის, ქალბატონ დარეჯან ბენდელიანის შეხვედრა/ვებინარი, ამავე პროგრამის პროფესიული განათლების მასწავლებლებთან.? შეხვედრაზე განხილული იყო “აღმზრდელის” პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემადგენელი მოდულების განხორციელების და შეფასების ინსტრუმენტების შედგენის სპეციფიკა, შეფასების მეთოდები და სასწავლო პროცესთან დაკავშირებული სხვა საკითხები.? შეხვედრას ესწრებოდა ქალბატონი ნონა ფანჯიკიძე.

2022 წლის 16 თებერვალს, შპს ორიენტირის დირექტორმა ბატონმა რამაზ მაჭარაშვილმა, გამართა მორიგი სამუშაო შეხვედრა…

? 2022 წლის 16 თებერვალს, შპს ორიენტირის დირექტორმა ბატონმა რამაზ მაჭარაშვილმა, გამართა მორიგი სამუშაო შეხვედრა ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელებთან.✅ შეხვედრა გაიმართა კოლეჯში პირისპირ, ამასთან შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, შეხვედრის მონაწილეთა ნაწილი აღნიშნულ შეხვედრას შემოუერთდა ონლაინ პლატფორმის საშუალებით.

შპს ორიენტირმა ავტორიზაციისთვის მზადების პერიოდში გააფორმა ახალი ხელშეკრულებები, მათ შორის შპს დენტას პერსონალთან.

✅ შპს ორიენტირმა ავტორიზაციისთვის მზადების პერიოდში გააფორმა ახალი ხელშეკრულებები, მათ შორის შპს დენტას პერსონალთან.✅ სასწავლო პროცესის მარეგულირებელი სამსახურის უფროსის მიერ მათთან, როგორც პროფესიული განათლების მასწავლებლებთან, გაიმართა სამუშაო შეხვედრა მათ მიერ განსახორციელებელი მოდულების შეფასების მეთოდების და სასწავლო პროცესთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესახებ.

2022 წლის 15 თებერვალს, შპს ორიენტირის დირექტორი ბატონი რამაზ მაჭარაშვილი შეხვდა კოლეჯის ყველა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს.

? 2022 წლის 15 თებერვალს, შპს ორიენტირის დირექტორი ბატონი რამაზ მაჭარაშვილი შეხვდა კოლეჯის ყველა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს. ბატონმა რამაზმა სტუდენტებს მიულოცა სტუდენტური თვითმმართელობის ახალი პრეზიდენტის არჩევა, გამოუცხადა მხარდაჭერა სტუდენტური ცხოვრების საინტერესო წარმართვასა და გარმრავალფეროევნებაში, ასევე წარმატებები უსურვა ახალ პრეზიდენტს.?

2022 წლის 10 თებერვალს, შპს ორიენტირში ჩატარდა სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის არჩევნები კოლეჯის პროფესიული სტუდენტების მონაწილეობით.

2022 წლის 10 თებერვალს, შპს ორიენტირში ჩატარდა სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის არჩევნები კოლეჯის პროფესიული სტუდენტების მონაწილეობით. პროფესიული სტუდენტების მიერ წარდგენილი იყო 3 კანდიდატი. კენჭისყრა ჩატარდა ელექტრონული კითხვარის საშუალებით.არჩევნებში მონაწილობა მიიღო და სასურველ კანდიდატს ხმა მისცა 194-მა პროფესიულმა სტუდენტმა. ხმები გადანაწილდა შემდეგნაირად:დარეჯან მჟავანაძე—65 ხმამარიამ ნოზაძე—54 ხმაქეთევან საზუაშვილი—73 ხმა2 ხმა არ დაფიქსირდა.არჩევნების შედეგების მიხედვით, შპს ორიენტირის სტუდენტური თვითმმართველობის […]

შპს ორიენტირი აცხადებს კონკურსს მედდის ვაკანტურ ადგილზე

კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: მინიმუმ პროფესიული განათლება ჯანდაცვის სფეროში; სამედიცინო სფეროში მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება, თანამდებობის შესაბამისი საკონონმდებლო ბაზის ცოდნა.კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;ბ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;გ) CV. საკონკურსო ვადად განისაზღვროს 2022 წლის 08 თებერვლიდან 2022 წლის 14 თებერვლის ჩათვლით.

შპს ორიენტირის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პრაქტიკოსი ექთნის კურსდამთავრებულებისთვის დასაქმების შეთავაზება!

? შპს ორიენტირის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პრაქტიკოსი ექთნის კურსდამთავრებულებისთვის დასაქმების შეთავაზება!✅ Nova Education Center არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც უზრუნველყოფს საერთაშორისო სტუდენტების სწავლასა და დასაქმებას გერმანიაში.✅ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შემოთავაზება თქვენი კოლეჟის სტუდენტებისათვის, რომლებიც ფლობენ გერმანულ ენას.პარტნიორი ჰოსპიტალი გერმანში აცხადებს ვაკანსიებს ექთნის პოზიციაზე. მინიმალური ანაზღაურება არის 2500 ევრო. ამ სამსახურისათვის კი საჭიროა მხოლოდ ექთნის კვალიფიკაციისა […]

ძალიან მალე !!!

ძალიან მალე !!!? შპს ორიენტირში მოკლევადიან მომზადება/გადამზადების პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყება შემდეგ პროგრამებზე:✅ სადღესასწულო ღონისძიების დაგეგმვა;✅ ჯანმრთლობა, ჰიგიენა და უსაფრთხოება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში;✅ სალარო ოპერაციების განხორციელება.ℹ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:? 577784746; 599275739; 593264546? ქ.თბილისი, ც. დადიანის ქ. N 26.

შპს ორიენტირსა და შპს იბერიაფარმა+ შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

✅ შპს ორიენტირსა და შპს იბერიაფარმა+ შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.✅ მემორანდუმის მხარეები ითანამშრომლებენ სტუდენტების იბერიფარმა+-ის სააფთიაქე ქსელში შემდგომი დასაქმების პერსპექტივით.