ძალიან მალე !!!

ძალიან მალე !!!? შპს ორიენტირში მოკლევადიან მომზადება/გადამზადების პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყება შემდეგ პროგრამებზე:✅ სადღესასწულო ღონისძიების დაგეგმვა;✅ ჯანმრთლობა, ჰიგიენა და უსაფრთხოება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში;✅ სალარო ოპერაციების განხორციელება.ℹ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:? 577784746; 599275739; 593264546? ქ.თბილისი, ც. დადიანის ქ. N 26.

შპს ორიენტირში, 2022 წლის 7 მარტს, zoom-ის პლატფორმით, ჩატარადება ტრენინგი თემაზე

? შპს ორიენტირში, 2022 წლის 7 მარტს, zoom-ის პლატფორმით, ჩატარადება ტრენინგი თემაზე:✅ ოჯახური ძალადობა-ოჯახური ძალადობის მსხვერპლ ქალთა ინტერესების დაცვა;✅ ოჯახური ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა ინტერესების დაცვა;✅ ოჯახური ძალადობის მსხვერპლ მამაკაცთა ინტერესების დაცვა.ტრენინგს წარმართავენ:?‍?ირმა ბრელიძე-საქართველოს და ამერიკის იურისტთა ასოციაციის სასწავლო საგანმანათლებლო პროექტების სერტიფიცირებული იურისტი; ნაფიცმსაჯულთა იმიტირებული პროცესის სერტიფიცირებული ადვოკატი; შპს „ევროპის აკადემიური ცენტრის“მოწვეული ტრენერი; მიწვეული დელეგატი ევროპის […]

შპს ორიენტირში მოდულის “სანიტარიულ – ჰიგიენური ნორმების, გარემოსა და უსაფრთხოების წესების დაცვა ფარმაცევტულ დაწესებულებაში”

შპს ორიენტირში მოდულის “სანიტარიულ – ჰიგიენური ნორმების, გარემოსა და უსაფრთხოების წესების დაცვა ფარმაცევტულ დაწესებულებაში” პრაქტიკული მეცადინეობების განხორციელებების პროცესი!

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა “კბილის სატექნიკო საქმე”

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა “კბილის სატექნიკო საქმე”- შეფასების ინსტრუმენტების ვალიდაციის პროცესი პროგრამის ხელმძღვანელის ქალბატონ თამარ შალამბერიძის და პროფესიული განათლების მასწავლებლის ავთანდილ კახიშვილის მონაწილეობით.

შპს ორიენტირის ეზოში მოეწყო კალათბურთისა და ფრენბურთის სათამაშო სპორტული მოედანი

შპს ორიენტირის ეზოში მოეწყო კალათბურთისა და ფრენბურთის სათამაშო სპორტული მოედანი , რომლის სიმბოლური გახსნაც დღეს , 22 თებერვალს მოხდა და სტადიონმა პირველ მოთამაშეებსაც უმანსპინძლა!!! მომავალში კი დაიგეგმება სპორტული შეჯიბრებები.

შპს ორიენტირში, გრძელდება შეხვედრები პროფესიულ სტუდენტებთან

შპს ორიენტირში, გრძელდება შეხვედრები პროფესიულ სტუდენტებთან, კოლეჯის იურისტის, ვანო ბალახაშვილის მონაწილეობით, სტუდენტთა უფლებების გაცნობის მიზნით. შეხვედრას ესწრებოდა კოლეჯის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი სამსახურის უფროსი და საქმისწარმოების, პროფესიულ სტუდენტთა რეგისტრაციისა და ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი.

შპს ორიენტირში, 2022 წლის 16 თებერვალს ონლაინ, zoom-ის პლატფორმით, ჩატარდა პროფესიული სგანმანათლებლო პროგრამის “აღმზრდელი” პროგრამის ხელმძღვანელის, ქალბატონ დარეჯან ბენდელიანის შეხვედრა/ვებინარი…

? შპს ორიენტირში, 2022 წლის 16 თებერვალს ონლაინ, zoom-ის პლატფორმით, ჩატარდა პროფესიული სგანმანათლებლო პროგრამის “აღმზრდელი” პროგრამის ხელმძღვანელის, ქალბატონ დარეჯან ბენდელიანის შეხვედრა/ვებინარი, ამავე პროგრამის პროფესიული განათლების მასწავლებლებთან.? შეხვედრაზე განხილული იყო “აღმზრდელის” პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემადგენელი მოდულების განხორციელების და შეფასების ინსტრუმენტების შედგენის სპეციფიკა, შეფასების მეთოდები და სასწავლო პროცესთან დაკავშირებული სხვა საკითხები.? შეხვედრას ესწრებოდა ქალბატონი ნონა ფანჯიკიძე.

2022 წლის 16 თებერვალს, შპს ორიენტირის დირექტორმა ბატონმა რამაზ მაჭარაშვილმა, გამართა მორიგი სამუშაო შეხვედრა…

? 2022 წლის 16 თებერვალს, შპს ორიენტირის დირექტორმა ბატონმა რამაზ მაჭარაშვილმა, გამართა მორიგი სამუშაო შეხვედრა ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელებთან.✅ შეხვედრა გაიმართა კოლეჯში პირისპირ, ამასთან შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, შეხვედრის მონაწილეთა ნაწილი აღნიშნულ შეხვედრას შემოუერთდა ონლაინ პლატფორმის საშუალებით.

შპს ორიენტირმა ავტორიზაციისთვის მზადების პერიოდში გააფორმა ახალი ხელშეკრულებები, მათ შორის შპს დენტას პერსონალთან.

✅ შპს ორიენტირმა ავტორიზაციისთვის მზადების პერიოდში გააფორმა ახალი ხელშეკრულებები, მათ შორის შპს დენტას პერსონალთან.✅ სასწავლო პროცესის მარეგულირებელი სამსახურის უფროსის მიერ მათთან, როგორც პროფესიული განათლების მასწავლებლებთან, გაიმართა სამუშაო შეხვედრა მათ მიერ განსახორციელებელი მოდულების შეფასების მეთოდების და სასწავლო პროცესთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესახებ.