21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა.

ამ დღის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, დაუნის სინდრომზე ინფორმაციის მიწოდება, ამ სინდრომის მქონე პირების უფლებების დაცვა და მხარდაჭერა.უნდა გვახსოვდეს, რომ: დაუნის სინდრომი არ არის დაავადება. ის გენეტიკური ცვლილებაა, რომლის დროსაც ადამიანს 46 ქრომოსომის ნაცვლად 47 აქვს.როგორც წესი 21-ე წყვილი ქრომოსომის მაგივრად არის 3 ქრომოსომა. ამიტომ, მას სხვანაირად 21-ე წყვილის ტრისომიასაც უწოდებენ.

❗❗❗ მალე დაიწყება რეგისტრაცია დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ დაფინანსებულ მომზადება/გადამზადების პროგრამებზე

შპს ორიენტირი ახორციელებს პროფესიული მომზადება/გადამზადების შემდეგ პროგრამებს: სალარო ოპერაციების განხორციელება – პროგრამის ხანგრძლივობა 9 კვირა; დაშვების წინაპირობა – საბაზო განათლება. ჯანმრთელობა, ჰიგიენა და უსაფრთხოება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში – პროგრამის ხანგრძლივობა 8 კვირა; დაშვების წინაპირობა საბავშვო ბაღში 2 თვიანი სამუშაო გამოცდილება ; გერიატრიული ასისტენტი – პროგრამის ხანგრძლივობა 8 კვირა; დაშვების წინაპირობა ზოგადი განათლება ; სპეციალური საგანმანათლებლო […]

❗️❗️❗️პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რეგისტრაცია დაიწყება 28 აპრილიდან და გაგრძელდება 20 მაისის ჩათვლით.

შპს ორიენტირი, 2025 წლის საგაზაფხულო მიღებას აცხადებს შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე: ფარმაცია (სააფთიაქო) – (პროგრამა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ); საექთნო განათლება – (პროგრამა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ); კბილის სატექნიკო საქმე- (სახელმწიფოს მხრიდან მეტწილი დაფინანსებით);} საფინანსო სერვისები – (პროგრამა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ); ჩარიცხული სტუდენტებისთვის სწავლა დაიწყება 15 სექტემბრს. მამრობითი სქესის წარმომადგენლებს, რომლებსაც აქამდე არ უსარგებლიათ […]

საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ეგიდით 14 და 15 თებერვალს ტრენინგების ციკლის მეორე ტრენინგი ჩატარდა

კოლეჯების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემების განვითარების ღონისძიებების ნაწილში, საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ეგიდით 14 და 15 თებერვალს ტრენინგების ციკლის მეორე ტრენინგი ჩატარდა, რომელიც პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებთან დაკავშირებულ ავტორიზაციის სტანდარტებს შეეხებოდა. კოლეჯიდან „ორიენტირი“ ღონისძიებას ესწრებოდა კოლეჯის წარმომადგენელი ნონა ფანჯიკიძე.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის „საექთნო განათლება“ პროფესიული სტუდენტებისთვის ჩატარდა სასწავლო ტრენინგი.

კლინიკური სწავლების პრაქტიკის ხელმძღვანელმა, ქეთევან კავსაძემ, პროფესიულ სტუდენტებს წარუდგინა პრეზენტაციები: ცენტრალური ვენის კათეტერიზაცია, მოვლა, ამოღება. არტერიის პუნქცია. კანქვეშა, კანშიდა ინექციები, ინექცია კუნთში. პრაქტიკის ობიექტზე განხორციელდა პრეზენტაციების შესაბამისი პროცედურული ქმედებების და მანიპულაციების დემონსტრირება, რაც პროფესიულმა სტუდენტებმა, ინდივიდუალურად დამოუკიდებლად შეასრულეს.

2025 წლის 7 მარტს, საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის მიერ ჩატარდა ორგანიზებული კოროპრატიული ღონისძიება.

ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ ასოციაციის წევრი კოლეჯების, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის „საექთნო განათლება“ ხელმძღვანელები. დაჯილდოვებულთა შორის იყო კოლეჯ ორიენტირის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის „საექთნო განათლება“ ხელმძღვანელი ქალბატონი ქეთევან გარსევანიშვილი. ღონისძიებაზე ხელი მოეწერა ახალი ინიციატივას ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურეობის დარგობრივი უნარების ორგანიზაციის დაფუძნების შესახებ, რაზეც ასოციაცია, საქართველოს კარიტასი, საქართველოს წითელი ჯვარი და ექთანთა ასოციაცია ინტენსიურად აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს. დამფუძნებელი ორგანიზაციების უფლებამოსილმა […]

აღმზრდელი

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის „აღმზრდელი” – ინგლისური ენის მეცადინეობის პროცესი. თემა – პირის და კუთვნილებითი ნაცვალსახელები(სავარჯიშოები) განმახორციელებელი პროფესიული მასწავლებელი: მაია გიორგაძე

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობა

პროფესიული გადამზადების პროგრამის „სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობა“ პრაქტიკული მეცადინეობის პროცესი, რომელიც ხალისიანად და საინტერესოდ წარიმართა. დავალება – საგანმანათლებლო გარემოს მოწყობა. განმახორციელებელი ქეთევან ბერიანიძე.

სააღმზრდელო პროცესის ორგანიზების გადამზადების პროგრამა, შედეგების დადასტურებით სრულდება.

სააღმზრდელო პროცესის ორგანიზების გადამზადების პროგრამა, შედეგების დადასტურებით სრულდება. გადამზადების პროგრამის 1 და 2 სწავლის შედეგების დადასტურების პროცესი. განმახორციელებელი დარეჯან ბენდელიანი.

სააღმზრდელო პროცესის ორგანიზების გადამზადების პროგრამა, შედეგების დადასტურებით სრულდება.

სააღმზრდელო პროცესის ორგანიზების გადამზადების პროგრამა, შედეგების დადასტურებით სრულდება. გადამზადების პროგრამის 1 და 2 სწავლის შედეგების დადასტურების პროცესი. განმახორციელებელი ციური ცერცვაძე.