2026 წლის 11 ივნისს კოლეჯ „ორიენტირში“, საგაზაფხულო მიღების ფარგლებში, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე „კბილის სატექნიკო საქმე“ დარეგისტრირებული აპლიკანტებისთვის ჩატარდა მოტივაციური გასაუბრება, რომელიც აპლიკანტთა შიდა შერჩევის კომისიამ წარმართა.
შერჩევის პროცესის ფარგლებში კომისიის წევრები თითოეულ აპლიკანტს ინდივიდუალურად გაესაუბრნენ და ისინი წინასწარ განსაზღვრული ექვსი კრიტერიუმის საფუძველზე შეაფასეს.
კოლეჯი „ორიენტირი“ წარმატებებს უსურვებს გასაუბრებაში მონაწილე ყველა აპლიკანტს და მადლობას უხდის მათ გამოჩენილი ინტერესისა და ჩართულობისთვის.









