„პირველადი გადაუდებელი დახმარების“ მომზადების პროგრამის ერთმა ჯგუფმა წარმატებით დაასრულა სწავლების პროცესი და შედეგებიც დადაასტურა.

გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ მსმენელები მნიშვნელოვანი პრაქტიკული უნარებით აღჭურვილნი, მზად არიან პროფესიონალურად იზრუნონ ადამიანის სიცოცხლის დაცვისა და გადარჩენისთვის! მსმენელების კმაყოფილება აღნიშნული პროგრამით, გამოიხატა უდიდესი მადლიერებით, როგორც კოლეჯის, ასევე, პროგრამის განმახორციელებლის, ბატონ ბორის ოსიპიანის მიმართ, რომლის პროფესიონალიზმმა და თავდადებამ მნიშვნელოვნად განაპირობა მიღწეული წარმატება.} სიცოცხლის გადარჩენა! პირველადი დახმარება!მზად ვართ დასახმარებლად! პროფესიონალური მიდგომა!

ანალიზური ქიმია

ქიმიკოსის დღესთან დაკავშირებით, კოლეჯ „ორიენტირის“ ფარმაციის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები, მოდულის „ანალიზური ქიმია“ პროფესიული განათლების მასწავლებლის, ქ-ნ მარიამ ჩაფიძის ინიციატივითა და ორგანიზებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიის დეპარტამენტის ლაბორატორიას ესტუმრნენ, სადაც სტუდენტებმა თანამედროვე ინვენტარით აღჭურვილი ქიმიის ლაბორატორია, მისი შესაძლებლობები და მეცნიერების საინტერესო სამყარო ახლოდან გაიცნეს. სტუდენტებისთვის, ეს დღე იყო ახალი გამოცდილებით, საინტერესო აღმოჩენებით დატვირთული და ემოციური.