მნიშვნელოვანი ინფორმაცია აბიტურიენტებისა და პროფესიულ საგანმანთლებლო პროგრამებზე სწავლის მსურველთათვის!!!

2026 წელს, პირველად , ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცისას, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე (naec.ge-ზე) , უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად შესაძლებელია მინიშნოთ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებიც. შესაძლებლობა გექნებათ, აირჩიოთ კოლეჯი ორიენტირი, რომელიც აცხადებს მიღებას შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე : საექთნო საქმე – (ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკა, მათემატიკა); ფარმაცია (სააფთიაქო) – (ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკა, მათემატიკა); მასაჟის თერაპია – […]

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაციას 6 აპრილს, 10:00 საათზე დაიწყებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაციას 6 აპრილს, 10:00 საათზე დაიწყებს. აბიტურიენტებს და მაგისტრანტობის კანდიდატებს რეგისტრაციის გავლა ელექტრონულად, ცენტრის ვებგვერდზე – online.naec.ge 11 მაისის, 18:00 საათამდე შეეძლებათ.აუცილებელია, აპლიკანტებმა 6 აპრილის, 10:00 საათიდან 6 მაისის, 18:00 საათამდე უზრუნველყონ ჩასაბარებელი საგნების (არანაკლებ ერთი საგნის) საფასურის გადახდა, რათა მათ რეგისტრაციის […]