კბილის სატექნიკო საქმე

შპს ორიენტირსა და შპს აილაბს შორის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის „კბილის სატექნიკო საქმე“ ფარგლებში გაფორმდა კოოპერაციული სწავლების ხელშეკრულება.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის „მასაჟის თერაპია“, სწავლის მსურველებისთვის, კოლეჯში მოეწყო ღია კარის დღე.

აღნიშნულ შეხვედრაზე კოლეჯის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა დამსწრეთ გააცნეს პროგრამის „მასაჟის თერაპია“ შინაარსი, სწავლებისა და შეფასების მიდგომები და სასწავლო პროცესთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხები. ასევე პასუხები გაეცა დასმულ შეკითხვებს. შეხვედრა საკმაოდ საინტერესო და ინფორმაციული იყო.

საექთნო განათლება

კოლეჯ ორიენტირის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის „საექთნო განათლება“ პროგრამის ხელმძღვანელი ქეთევან გარსევანიშვილი ესწრებოდა კონფერენციას თემაზე : ექთნებისა და მეანი ექთნების პროფესიული განვითარების ეროვნული ეკოსისტემა საქართველოში, უწყვეტი პროფესიული განათლება, აკრედიტაცია, E-Learning და AI–ციფრული ტრანსფორმაცია ხარისხიანი ჯანდაცვისთვის, რომელიც გაიმართა 28 თებერვალს. კონფერენცია მიზნად ისახავდა: • საქართველოში ექთნებისა და მეანი ექთნების CPD ეროვნული ეკოსისტემის ჩამოყალიბებას,• ეროვნული CPD აკრედიტაციის სისტემის […]