„სწავლა, სწავლება და შეფასება პროფესიულ განათლებაში“

???? 2026 წლის 02-06 მარტს, პროფესიული მომზადებისა და უნარებისა განვითარების ცენტრის მიერ, პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის ჩატარდა ტერნინგი თემაზე: „სწავლა, სწავლება და შეფასება პროფესიულ განათლებაში“.
???? აღნიშნულ ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს კოლეჯ ორიენტირის პროფესიული განათლების მასწავლებლებმა.
???? ტრენინგი მოიცავდა შემდეგ საკითხებს:
✅როგორ დაგეგმო სასწავლო პროცესი თანამედროვე სწავლების მეთოდების გამოყენებით;
✅სწავლაზე მოქმედი სხვადასხვა ფაქტორები;
✅როგორ დაგეგმო და წარმართო შეფასების პროცესი.
????ტრენინგის ფარგლებში გაზიარებული იყო პრაქტიკული გამოცდილება და ასევე, განხილული იყო რეალური მაგალითები; ტრენინგი მიზნად ისახავდა მონაწილეთათვის, საკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკაზე ახალი ხედვის ჩამოყალიბებას.
????‍????ტრენერი: ნინო თამაზაშვილი – განათლების მეცნიერებების მაგისტრი;მასტერ ტრენერი; პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტი.