ადრეული განათლების კურიკულუმები“

აღმზრდელის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მოდულის „ადრეული განათლების კურიკულუმები“ , პროფესიული სტუდენტების მიერ სწავლის შედეგის დადასტურება პროფესიული განათლების მასწავლებლის, ლალი წურწუმიას ორიგინალური და საინტერესო მიდგომით. ????????რა შუაშია შოკოლადის ბომბონერი ადრეული და სკოლამდელი განათელების კურიკულუმთან? ეს უკვე იციან ჩემმა სტუდენტებმა????ადრეული და სკოლამდელი განათლების კურიკულუმის ძირითადი კომპონენტებია:#მიზნები და ამოცანები – განსაზღვრავს, რა უნარები და ცოდნა უნდა განუვითარდეს ბავშვს (კოგნიტური, სოციალური, ემოციური, ფიზიკური განვითარება).#შინაარსი (სასწავლო სფეროები) – მოიცავს რა უნდა ისწავლონ ბავშვებმა: ენა, მათემატიკა, გარემო, ხელოვნება, მოძრაობა და სხვა.#სწავლების მეთოდები და სტრატეგიები – აღწერს, როგორ მიმდინარეობს სწავლება (თამაშით სწავლა, აქტიური მონაწილეობა, ინდივიდუალური მიდგომა).#სასწავლო გარემო – ფიზიკური და ემოციური სივრცე, რომელიც უსაფრთხო, საინტერესო და სწავლაზე ორიენტირებულია.#განრიგი (დღის რუტინა) – დღის ორგანიზებული სტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს ბალანსს თამაშს, სწავლასა და დასვენებას შორის.#კვირის/თემატური გეგმა – წინასწარ დაგეგმილი ან დაუგეგმავი აქტივობები.შეფასება – ბავშვის განვითარების #დაკვირვება და შეფასება.#რესურსები და მასალები – ყველა სასწავლო საშუალება (სათამაშოები, წიგნები, თვალსაჩინოებები), რომლებიც სწავლას უწყობს ხელს.#ინკლუზიური განათლება – უზრუნველყოფს ყველა ბავშვის, მათ შორის განსაკუთრებული საჭიროებების მქონეთა, ჩართვას სასწავლო პროცესში.#უსაფრთხოება და კეთილდღეობა – იცავს ბავშვის ფიზიკურ და ემოციურ უსაფრთხოებას, ჯანმრთელობასა და კომფორტს.#მასწავლებლის როლი და პროფესიული განვითარება – მასწავლებელი არის დამხმარე, მეგზური და მუდმივად ვითარდება.#ოჯახთან და საზოგადოებასთან თანამშრომლობა – მშობლებისა და თემის ჩართულობა ბავშვის განვითარების პროცესში.P.Sდა ბოლოს ტკბილი ბომბონერების ლამაზი შეფუთვა ის #ფიზიკური გარემოა რომელიც აერთიანებსუსაფრთხო, თბილ და დაცულ სივრცეს — სადაც ბავშები იზრდებიან და ვითარდებიან ბედნიერად.❤️❤️❤️❤️