საფინანსო სერვისები

♻️ 2026 წლის 10 ივნისს კოლეჯ „ორიენტირში“, საგაზაფხულო მიღების ფარგლებში, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე „საფინანსო სერვისები“ დარეგისტრირებული აპლიკანტებისთვის ჩატარდა მოტივაციური გასაუბრება, რომელიც აპლიკანტთა შიდა შერჩევის კომისიამ წარმართა.
♻️ შერჩევის პროცესის ფარგლებში კომისიის წევრები თითოეულ აპლიკანტს ინდივიდუალურად გაესაუბრნენ და ისინი წინასწარ განსაზღვრული ექვსი კრიტერიუმის საფუძველზე შეაფასეს.
♻️ კოლეჯი „ორიენტირი“ წარმატებებს უსურვებს გასაუბრებაში მონაწილე ყველა აპლიკანტს და მადლობას უხდის მათ გამოჩენილი ინტერესისა და ჩართულობისთვის.