კოლეჯში “ორიენტირი” პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე “აღმზრდელი” , მოდულის: „ფიზიკური და სენსორული განვითარების ხელშეწყობა ადრეულ და სკოლამდელ ასაკში“ პრაქტიკული მეცადინეობის ფარგლებში ჩატარდა აქტივობა – „სენსორული დაფის შექმნა“.

????კოლეჯში “ორიენტირი” პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე “აღმზრდელი” , მოდულის: „ფიზიკური და სენსორული განვითარების ხელშეწყობა ადრეულ და სკოლამდელ ასაკში“ პრაქტიკული მეცადინეობის ფარგლებში ჩატარდა აქტივობა – „სენსორული დაფის შექმნა“.
????✂️✏️პროფესიულმა სტუდენტებმა შექმნეს მრავალფუნქციური სენსორული რესურსები, რომლებიც მიზნად ისახავს ბავშვის ჰოლისტურ განვითარებას – ნატიფი მოტორიკის, სენსორული აღქმის, ყურადღებისა და კოორდინაციის გაძლიერებას.
????‍????აქტივობა იყო სრულად პრაქტიკაზე ორიენტირებული: მონაწილეებმა გააანალიზეს მასალების შერჩევის პრინციპები, განვითარების მიზნებთან შესაბამისობა და თითოეული ელემენტის ფუნქციური დატვირთვა ბავშვის საჭიროებების მიხედვით. ამგვარი გამოცდილება სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, თეორიული ცოდნა გადააქციონ ეფექტურ საგანმანათლებლო პრაქტიკად და შექმნან ბავშვზე მორგებული განვითარების გარემო.
????‍????მოდულის განმახორციელებელი თამარ კაჭარავა.