???? შპს „ორიენტირში“ 2026 წლის საშემოდგომო მიღებაზე დარეგისტრირებულ აპლიკანტთა საყურადღებოდ!!!

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა „ელექტროობა“ მოტივაციური გასაუბრების ჩატარების გრაფიკია: 26 და 27 ოქტომბერი – 10:00 საათიდან; პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა „საფინანსო სერვისები“ მოტივაციური გასაუბრების ჩატარების გრაფიკია: 29 ოქტომბერი – 12:00 საათიდან.მოტივაციურ გასაუბრებაზე გამოცხადების ზუსტი თარიღისა და დროის შესახებ დეტალუტრი ინფორმაცია იხილეთ საიტზე https://vet.ge/ პირად სივრცეში.კოლეჯში გამოცხადდით გასაუბრების დაწყებამდე 10 წუთით ადრე. თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. გასაუბრება […]

????????????ზრუნვა გარემოზე — პატარა ნაბიჯი, მნიშვნელოვანი შედეგით❗️

კოლეჯ „ორიენტირის“ სტუდენტებმა კოლეჯის ეზოს მწვანე სივრცე მოაწესრიგეს და კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ ლამაზ და სასიამოვნო გარემოზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა. მადლობა ჩვენს სტუდენტებს აქტიური ჩართულობისთვის და იმ წვლილისთვის, რომელიც კოლეჯის გარემოს კიდევ უფრო სასიამოვნოს და მწვანეს გახდის!

სასწავლო პროცესი კოლეჯ „ორიენტირში“

კოლეჯ „ორიენტირში“ 2026 წლის ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. „აღმზრდელის“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიული სტუდენტები პროგრამის შემადგენელი ზოგადი მოდულის — „ინგლისური ენა“ — ფარგლებში ინგლისური ენის ცოდნას ივითარებენ და პრაქტიკულ უნარებს ეუფლებიან. მოდულს ახორციელებს ინგლისური ენის პრფესიული განათლების მასწავლებელი გალინე მესხელი.

კად კამი და სინთერიზაცია

კბილის სატექნიკო საქმის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიული სტუდენტებისთვის კოლეჯის სივრცეში ტარდება პერმანენტული ლექცია/სემინარები პროგრამის შემადგენელი მოდულის „კად კამი და სინთერიზაცია“ ფარგლებში, რომელსაც უძღვებიან პრაქტიკის ობიექტის შპს აილაბის წარმომადგენლები რობი ჭელიძე და ლუკა გვასალია. დღევანდელ შეხვედრაზე განიხილეს საკითხები: ინტერფეისის აღწერა კონსტრუქციის შექმნის საშუალებები ეგზოკადის პროგრამით ერთეული გვირგვინის მარტივი ქეისი

????კოლეჯ „ორიენტირის“ დირექტორმა, რამაზ მაჭარაშვილმა, პროფესიულ სტუდენტებთან შეხვედრა გამართა. დირექტორი პროფესიულ სტუდენტებს სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე, სტუდენტების საჭიროებებსა და მათთვის მნიშვნელოვან თემებზე ესაუბრა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, შეხვედრას როგორც პირადად, ისე ონლაინ ფორმატში დასწრებოდნენ.ყველა დასმულ კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცა. ასევე, სტუდენტებმა საკუთარი და საინტერესო მოსაზრებები დააფიქსირეს.

ახალი ინიციატივა კოლეჯ „ორიენტირში“!

კოლეჯის „ორიენტირი“ გადაწყვეტილებით, მომავალ პროფესიულ სტუდენტებს დამატებით მოტივაციასა და განვითარების ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს. 2026 წლის საშემოდგომო მიღების ფარგლებში, საექთნო განათლება პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ წარმატებულ პროფესიულ სტუდენტებს, სწავლის პერიოდში დაენიშნებათ ყოველთვიური სტიპენდია. წარმატებული პროფესიული სტუდენტების გამოვლენა განხორციელდება წინასწარ განსაზღვრული, გამჭვირვალე და სამართლიანი კრიტერიუმების საფუძველზე, რაც უზრუნველყოფს პროცესის სანდოობას ყველა დაინტერესებული მხარისთვის. ასევე, ყველა პროფესიული სტუდენტი […]

???? ახალი ინიციატივა კოლეჯ „ორიენტირში“!

კოლეჯის „ორიენტირი“ გადაწყვეტილებით, მომავალ პროფესიულ სტუდენტებს დამატებით მოტივაციასა და განვითარების ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს. 2026 წლის საშემოდგომო მიღების ფარგლებში, ფარმაციის (სააფთიაქო) პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ წარმატებულ პროფესიულ სტუდენტებს, სწავლის პერიოდში დაენიშნებათ ყოველთვიური სტიპენდია. წარმატებული პროფესიული სტუდენტების გამოვლენა განხორციელდება წინასწარ განსაზღვრული, გამჭვირვალე და სამართლიანი კრიტერიუმების საფუძველზე, რაც უზრუნველყოფს პროცესის სანდოობას ყველა დაინტერესებული მხარისთვის. ასევე, ყველა პროფესიული სტუდენტი […]

???? 25 სექტემბერი ფარმაცევტის საერთაშორისო დღეა!

კოლეჯი „ორიენტირი“ გულითადად ულოცავს ფარმაცევტის დღეს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის „ფარმაცია (სააფთიაქო)“ სტუდენტებს, კურსდამთავრებულებს, პროფესიული განათლების მასწავლებლებსა და ყველა ფარმაცევტს! გისურვებთ წარმატებას პროფესიულ გზაზე, ცოდნისა და გამოცდილების მუდმივ ზრდას და შესაძლებლობას, თქვენი შრომითა და პროფესიონალიზმით კიდევ უფრო მეტ ადამიანს დაეხმაროთ. გილოცავთ ფარმაცევტის საერთაშორისო დღეს!