2024 წლის 19 აპრილს შპს ორიენტირში ჩატარდა სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის არჩევნები. ხმის მიცემა მიმდინარეობდა ელექტრონული ფორმით. პრეზიდენტობის კანდიდატების პროგრამები კოლეჯ ორიენტირის ყველა პროფესიულ სტუდენტს გაეგზავნათ ელ.ფოსტებზე არჩევნების ჩატარებამდე ერთი კვირით ადრე გასაცნობად და არჩევნების დროს, საკუთარი აზრის დასაფიქსირებლად სასურველი კანდიდატის მიმართ.
არჩევნების მიმდინარეობას თვალყურს ადევნებდა საარჩევნო კომისია. ხმის მიცემა შეწყდა წინასწარ განსაზღვრულ დროს და სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტიც გამოვლინდა – საექთნო განათლების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიული სტუდენტი ქეთევან მესხიშვილი, ხოლო დანარჩენი ორი კანდიდატი – რუსუდან ამირაზაშვილი და მარიამ აკოფაშვილი ვიცე-პრეზიდენტის პოზიციებს დაიკავებენ.
წარმატებები არჩეულ პრეზიდენტს ქეთევან მესხიშვილს და წარდგენილი პროგრამის რეალიზებას ვუსურვებთ.