გაცნობებთ, რომ სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებითა და რესტორატორთა ასოციაციის მხარდაჭერით

📣 გაცნობებთ, რომ სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებითა და რესტორატორთა ასოციაციის მხარდაჭერით 5 ოქტომბერს დაგეგმილია დასაქმების ფესტივალის ჩატარება.
❗️დასაქმების ფესტივალი გაიმართება: 5 ოქტომბერს, 12:00 საათზე ,”ექსპო ჯორჯიას” მე-3 პავილიონში, მის: აკ. წერეთლის გამზირი 118.
📍 ღონისძიების მიზანია ახალგაზრდებისთვის, სამუშაოს მაძიებლებისა და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში უმუშევარი პირების დასაქმების ხელშეწყობა. დასაქმების მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ წარმოდგენილ ვაკანსიებს და ადგილზე გაესაუბრონ კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რაც მყისიერი დასაქმების გარანტიაა.