კოლეჯ ორიენტირის სტუდენტური თვითმმართველიბის ინიციატივით, კოლეჯის სპორტული მოედნის სივრცეში მოეწყო ახალგაზრდა შემოქმედთა გამოფენა!

გამოფენის მონაწილეებმა მნახველთ გააცნეს საკუთარი შემოქმედების ისტორიები:
“მე ვარ თეონა.
ვქმნი მინიატურულ გულსაბნევ თოჯინებს,ასევე ბრელოკებს. ჩემი მოტივაცია ჩემი შვილია 🥰 როდესაც მშობელი გავხდი მინდოდა ჩემი შვილი გამეხარებინა, ასე შეიქმნა ჩემი პირველი თოჯინა. ეს ხელსაქმე ჩემს ჰობად და მათზე მუშაობა განტვირთვის საშუალებად მექცა…მე მათში უდიდეს სიყვარულს ვდებ”…
“მე ქეთი ვარ ☺️ ვამზადებ 100% ნატურალური მასალისგან კალათებს, სარკეებს, ჩანთებს და სახლის სხვადსხვა აქსესუარებს ❣️იდეა ნაუცბათევად გაჩნდა, ძალიან მომწონდა ასეთი თოკები, გადავწყვიტე შემეძინა ეს მასალა და ჩემმა ხელებმა თითქოს თავისთავად დაიწყო ნამუშევრების შექმნა 😊💞”
წარმატებებს ვუსურვებთ ძალიან ლამაზი და საინტერესო ნამუშევრების შემოქმედთ!!!!