2022 წლის 23 იანვარს, შპს ორიენტირის პროფესიული საგანმანათლებლი პროგრამის “აღმზრდელი”, პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის , ჩატარდა ონლაინ შეხვედრა/ტრენინგი, რომლის თემა იყო – საქართველოს კანონი ადრეული და სკოლამდელი განათლების შესახებ, თუ რა ცვლილებები განხორციელდა და რა იგეგმება სამომავლოდ. შეხვედრას წარმართავდა კანონპროექტზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის წევრი, ბატონი ლევან მჭედელაძე. შეხვედრას ესწრებოდნენ, ასევე, ორიენტირის ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგის პროფესიული საგანმანთლებლო პროგრამის კურსდამთავრებულებიც, ვინაიდან მათთვისაც საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო ზემოაღნიშნული საკითხი.