ტრენინგი თემაზე „შეფასების სისტემა და მისი ხარისხის უზრუნველყოფა პროფესიულ განათლებაში“.

ამა წლის 24 აპრილს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით და კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი თემაზე „შეფასების სისტემა და მისი ხარისხის უზრუნველყოფა პროფესიულ განათლებაში“.
ტრენინგს უძღვებოდა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე კახაბერ ერაძე.
შეხვედრას ასოციაციის წევრი დაწესებულებების 70 მდე წარმომადგენელი დაესწრო.
↪️ტრენინგზე განხილულ იქნა:
✅შეფასების პრინციპები პროფესიულ განათლებაში;
✅შეფასების სისტემის ელემენტები, მისი თავისებურებები დუალური მიდგომით განხორციელებულ პროგრამებში და ინტეგრირებული მოდულების სწავლებისას;
✅შეფასების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები და მათი გამოყენება შეფასების სისტემის განვითარებისათვის;
✅სტუდენტთა შეფასების საკითხებში არსებული შიდა რეგულაციები და არსებული პრაქტიკა;
➡️ტრენინგმა დიდი დაინტერესება გამოიწვია, დაისვა უამრავი შეკითხვა რომელსაც ბატონმა კახამ ამომწურავი პასუხი გასცა.
👏კერძო კოლეჯების ასოციაციის და წევრი დაწესებულებების სახელით დიდ მადლობას ვუხდით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და ბატონ კახაბერს მხარდაჭერისა და პროფესიული განათლების, კერძოდ კი კერძო კოლეჯების განვითარებისთვის გაწეული დახმარებისათვის.