შპს ორიენტირი, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება/კოლეჯია, რომელიც დაარსდა 1992 წელს და დღემდე ახორციელებს შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი კვალიფიციური კადრების მომზადებას.
კოლეჯი „ორიენტირი“ ფუნქციონირებს 1 270,52 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთზე, სადაც განთავსებულია 3 სართულიანი სასწავლო კორპუსი, კეთილმოწყობილი ეზო, სპორტული მოედანი და ავტოსადგომი.
კოლეჯის სასწავლო კორპუსში განთავსებულია ნათელი და ვრცელი ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, დასასვენებელი სივრცეები, ადმინისტრაციის სამუშაო კაბინეტები, სამედიცინო ოთახი, საკონფერენციო/ღონისძიებების დარბაზი, რომლებიც აღჭურვილია საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით. შენობის ყველა სართულზე შესაძლებელია მუდმივი ინტერნეტით სარგებლობა, შენობა და მიმდებარე ტერიტორია კონტროლდება სათვალთვალო კამერით.
1992 წელს სამედიცინო პროფესიულმა სასწავლებელმა ორიენტირმა, იმ დროისათვის არსებული კანონმდებლობით საქართველოს განათლების სამინისტროში გაიარა რეგისტრაცია და მიიღო მომზადების ნებართვა შემდეგ სპეციალობებზე:
1999 წლის 14 მაისს საქართველოს განათლების სამინისტროს სალიცენზიო კომისიის გადაწყვეტილებით ორიენტირს ნება დაერთო, დამატებით განახორციელოს სპეციალობა-ფარმაცია.
2008 წლის 18 თებერვალს,საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ შპს ორიენტირზე გაიცა სახელობო საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზია.
2011 წლის 6 ივნისს, საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიოზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, შპს ორიენტირს მიენიჭა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების-საზოგადოებრივი კოლეჯის სტატუსი და პროფესიული სტუდენტების რაოდენობა განისაზღვრა 652-ით.
კოლეჯმა 2016 წელს წარმატებით გაიარა ავტორიზაცია და მოიპოვა საგნობრივი პროგრამების – „ექთნის თანაშემწე“ (მესამე საფეხური), „პრაქტიკოსი ექთანი“ (მეხუთე საფეხური), „კბილის ტექნიკოსი“ (მესამე, მეოთხე, მეხუთე საფეხურები), „მცირე ბიზნესის მწარმოებელი“ (მეხუთე საფეხური), ასევე, ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების „ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგი“ (მეხუთე საფეხური) და „ფარმაცევტის თანაშემწე“ (მეოთხე საფეხური) – განხორციელების უფლება.
2016 წლის 2 ნოემბრის საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიოზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, შპს ორიენტირს მიენიჭა მასაჟისტის მესამე საფეხურის და ქიმიური და სასურსათო პროდუქტების ექსპერტის მეხუთე საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განახორციელების უფლება.
2019 წელს კოლეჯმა მოიპოვა ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შექმნილი შემდეგი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლება: „საექთნო განათლება“ (მეხუთე დონე) „ფარმაცია (სააფთიაქო)“ (მეხუთე დონე), „საფინანსო სერვისები“ (მესამე დონე), „კბილის სატექნიკო საქმე“ (მეოთხე დონე) და „ღონისძიების ორგანიზება“ (მეოთხე დონე).
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2021 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით კოლეჯმა დაიმატა ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა „აღმზრდელი“ (მეხუთე დონე) და გაზარდა პროფესიულ სტუდენტთა ზღვრული რაოდენობა საგანმანათლებლო პროგრამაზე „საექთნო განათლება“ (მეხუთე დონე). ასევე, მიენიჭა „ღონისძიების ორგანიზების“ საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განახორციელების უფლება , რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები.
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2022 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილებით შპს ორიენტირს მიენიჭა პროფესიული საგანამანათლებლო დაწესებულების/კოლეჯის სტატუსი 6 წლით.
კოლეჯს მოპოვებული აქვს სასერტიფიკატო პროფესიული მომზადების („სადღესასწაულო ღონისძიების დაგეგმვა“, „სალაროს ოპერაციების განხორციელება“; „გერიატრიული ასისტენტი“) და გადამზადების („ჯანმრთელობა,ჰიგიენა და უსაფრთხოება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში“; სააღმზრდელო პროცესი ორგანიზება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში; სპეციალური საგანმანთლებლო საჭიროებების მქონე ბვშვებთან მუშაობა ) პროგრამების განხორციელების უფლება.
შპს ორიენტირმა არსებობის მანძილზე ბევრ წარმატებას მიაღწია:
კოლეჯი ხელს უწყობს სტუდენტებში სამოქალაქო პასუხისმგებლობის განვითარებას, რისთვისაც მათი ჩართულობითა და მონაწილეობით, პერმანენტულად ატარებს საქველმოქმედო ღონისძიებებს მოხუცებულთა თავშესაფრებსა თუ ბავშვთა სახლებში. კოლეჯს მიღებული აქვს არაერთი სამადლობელი წერილი.
კოლეჯში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე პროფესიული განათლების მასწავლებლები. ისინი მუდმივად ზრუნავენ კვალიფიკაციის ამაღლებაზე სხვადასხვა ტრენინგებში და ღონისძიებებში მონაწილეობით, რითიც შეაქვთ საკუთარი წვლილი პროფესიული პროგრამების დახვეწა/განვითარებაში. პრაქტიკულ კომპონენტებს პროფესიულ სტუდენტები ეუფლებიან წარმატებულ ორგანიზაციებსა და კომპანიებში, კვალიფიციური კადრების ხელშეწყობით.
კოლეჯში მიღებული თეორიული ცოდნითა და პრაქტიკული უნარ-ჩვევებით აღჭურვილი კურსადამთავრებულების დასაქმების მაღალ მაჩვენებლს ადასტურებს მათი დასაქმების სტატისტიკა.
შპს ორიენტირი, დაარსების დღიდან ფეხს უწყობს ქვეყანაში, განათლების სფეროში მიმდინარე პროცესებს და აქტიურად არის ჩართული პროფესიულ საფეხურზე კვალიფიციური კადრების მომზადების პროცესში.
ორიენტირის მისიას წარმოადგენს სამედიცინო, განათლებისა და ბიზნესის სექტორში შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებით, მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის ხელშეწყობის გზით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული ცოდნითა და უნარ-ჩვევებით აღჭურვილი, შემოქმედებითი და ინტელექტუალური პოტენციალის მაღალ დონეზე რეალიზებული ადამიანური რესურსის მომზადება, რომელიც შეძლებს განავითაროს ქვეყნის ეკონომიკა თანამედროვე სამყაროში.