შპს ორიენტირში დარეგისტრირებული აპლიკანბტების საყურადღებოდ!,
გაცნობებთ, რომ თბილისის მასშტაბით ტესტირების თარიღი შეიცვალა და განისაზღვრა 13 და 14 სექტემბერი, ხოლო რეგიონებში ტესტირების თარიღი რჩება უცვლელი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გიგზავნით ამონარიდს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 03 სექტემბრის ბრძანებიდან
- შეტანილ იქნეს ცვლილება ,,2021 წელს უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო
პროგრამაზე ჩარიცხვისთვის ქიმიაში, ბიოლოგიასა და ზოგად უნარებში ტესტირების
ჩატარების თარიღის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის 2021 წლის 27 აგვისტოს N827935 ბრძანებაში და ბრძანების პირველი პუნქტი
ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. 2021 წელს უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისთვის:
ა) ქიმიასა და ბიოლოგიაში ტესტირების ჩატარების თარიღად განისაზღვროს:
ა.ა) რეგიონების მასშტაბით, 2021 წლის 6 სექტემბერი;
ა.ბ) ქალაქ თბილისის მასშტაბით, 2021 წლის 13 სექტემბერი.
ბ) ზოგად უნარებში ტესტირების ჩატარების თარიღად განისაზღვროს:
ბ.ა) რეგიონების მასშტაბით, 2021 წლის 7 სექტემბერი;
ბ.ბ) ქალაქ თბილისის მასშტაბით, 2021 წლის 14 სექტემბერი.”
კითხვების შემთხვევაში გვიკავშირდებით:
599275739; 593264546