მემორანდუმის ფარგლებში მხარეები ითანამშრომლებენ ერთმანეთთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხებში:
ახალგაზრდების პიროვნული და პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით და გაუზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას პროფესიული განათლების საკითხებში;
მოაწყობენ მასტერკლასებს სხვადასხვა პროფესიების მიხედვით;
ჩაატარებენ ტრენინგებს სხვადასხვა აქტიურ საკითხებთან დაკავშირებით;
ერთობლივი ძალისხმევით ორგანიზებას გაუწევენ სხვადასხვა სახის აქტივობების დაგეგმვასა და ჩატარებას ახალგაზრდების პროფესიული თვითგამორკვევის მიზნით;
განახორციელებენ სხვა საქმიანობას, რაც დაკავშრებულია პროფესიულ საგანმანათლებლო საქმიანობასთან.