შპს ორიენტირსა და სსიპ ქალაქ თბილისის N 10 საჯარო სკოლას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში N 10 საჯარო სკოლის მოსწავლეები იმყოფებოდნენ კოლეჯ ორიენტირში.
კოლეჯში სტუმრობისას მოსწავლეებს კოლეჯის დირექტორმა, ადმინისტრაციის თანამშრომელებმა და პროფესიული პროგრამების განმახორციელებლებმა გაუზიარეს ინფორმაცია პროფესიული განათლების საფეხურის, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების სპეციფიკის, პროგრამებზე დაშვების წინაპირობების, ხანგრძლივობის, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რესგიტრაციის შესახებ.
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის საფინანსო სერვისების პროგრამის ხელმძღვანელმა ლაშა გაბისონიამ სკოლის მოსწავლეებს kahoot-ის სასწავლო პლატფორმით სახალისო ტესტებიც შეავსებინა და სიმბოლური გამარჯვებულიც გამოვლინა.