• VTEM Image Show
  • VTEM Image Show
  • VTEM Image Show
  • VTEM Image Show
  • VTEM Image Show
  • VTEM Image Show
  • VTEM Image Show
  • VTEM Image Show
Mobile menu
 

 


  • საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიაში" დასაქმების ფორუმი გაიმართა

    დაწერილია კვირა, 21 სექტემბერი 2014 წაკითხვა 15 ჯერ
  • გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას

    დაწერილია ორშაბათი, 15 სექტემბერი 2014 წაკითხვა 38 ჯერ
  • სტუდენტთა საყურადღებოდ!

    დაწერილია ოთხშაბათი, 03 სექტემბერი 2014 წაკითხვა 96 ჯერ
  • ნივთიერებებისა და მასალების ქიმიური ანალიზის ლაბორანტი

         სფერო მოიცავს მარტივ და რთულ ნივთიერებებს, არაორგანული და ორგანული მასალებისა და ნაკეთობებში შემავალი ინგრედიენტების თვისობრივ  და რაოდენობრივ დადგენასა და შეფასებას, რის გარეშეც წარმოუდგენელია მაღალეფექტური, მაღალხარისხოვანი პროდუქციის მიღება და მათი გამოყენება. ნივთიერებებისა და მასალების ქიმიური ანალიზის ლაბორანტის დასაქმების სფეროებია ქიმიური, მეტალურგიული სამთო-გამამდიდრებელი და გადასამუშავებელი, მინის, კერამიკისა და მჭიდა მასალების და ნაკეთობებისა და ნავთობპროდუქტების მწარმოებელი,არაორგანული და ორგანული ნივთიერებათა და მასალებისა და სხვა დარგის საწარმოები და ორგანიზაციები, რომელთა სტრუქტურაში გათვალისწინებულია ქიმიური ლაბორატორიები. ასევე, ნივთიერებებისა და მასალების ქიმიური ანალიზის ლაბორანტი შეიძლება დასაქმდეს ეკოლოგიური ექსპერტიზისა და მონიტორინგის, სოფლის ქიმიზაციისა და ინტენსიფიკაციის, საბაჟო სამსახურსა და მრავალ სხვა სფეროში, სადაც აუცილებელია ობიექტების ქიმიური შემადგენლობის ცოდნა

        ნივთიერებებისა და მასალების ქიმიური ანალიზის პროფესიული განათლება არის სამსაფეხურიანი ( III, IV და V)

           მესამე საფეხურის პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა საბაზო განათლება;   კურსდამთავრებულმა იცის ქიმიის დარგთან დაკავშირებული ძირითადი ცნებები, დებულებები და კონცეფციები. ატარებს საშუალო სირთულის (კომპო- ნენტთა დაყოფის გარეშე), ქიმიური ანალიზს. გაცნობიერებული აქვს უსაფრთხოების ტექნიკის, ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების, პირველი სამედიცინო დახმარების წესები. ფლობ ქიმიური ანალიზის ინსტრუმენტალურ და ლაბორატორიულ მეთოდებს, ლაბორატორიაში მუშაობის სტანდარტულ უნარებს.

             მეოთხე საფეხურის პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა მესამე საფეხურის კვალიფიკაციის ქონა;  კურსდამთავრებული  ფლობს არაორგანულ და ორგანულ ნივთიერებათა და მასალების რთული ქიმიური ანალიზის ჩატარებისათვის სათანადო თეორიულ საფუძვლებს. აცნობიერებს რთული ქიმიური ანალიზის მიზნებს და ამოცანებს, მათი გადაჭრის გზებს და საშუალებებს. აქვს ქიმიური ანალიზის ტრადიციული და თანამედროვე მეთოდებისა და   ინსტრუმენტული გაფორმების ცოდნა; აქვს მათ ჩასატარებლად სათანადო რეაქტივების შერჩევისა და გამოყენების საფუძვლების, ანალიზით მიღებული შედეგების გაფორმებისა და სისტემატიზაციის წესებისა და მოთხოვნების ცოდნა.შეუძლია განახორციელოს ლაბორატორიულ პირობებში თხევად, მყარ და აირად მდგომარეობაში მყოფი ნივთიერებებისა და მასალების ანალიზი ტრადიციული და თანამედროვე

    მოწყობილობებისა და აპარატურის გამოყენებით. ფლობს მოცემული მეთოდიკით რთული ქიმიური ანალიზის პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს. შეუძლია ქიმიური გაზომვების შედეგების შეფასება, ინტერპრეტაცია და განსჯა. აქვს მათემატიკის შესწავლით მიღებული ცოდნის გამოყენების უნარი.

               მეხუთე საფეხურის პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა მეოთხე საფეხურის კვალიფიკაციის ქონა.  კურსდამთავრებული ფლობს არაორგანული და ორგანული ნივთიერებათა (მასალათა) განსაკუთრებით რთული ქიმიური ანალიზის ჩატარებისათვის სათანადო თეორიულ საფუძვლებს და ინსტრუმენტულ მეთოდებს. იცის  თანამედროვე ფიზიკურ-ქიმიური და ფიზიკური ხელსაწყოებისა და მოწყობილობების გამოყენება, არბიტრაჟული ანალიზების,  არასტანდარტული ანალიზების მეტროლოგიური შეფასება,    სტანდარტიზაციისათვის გამიზნული მეთოდების აპრობაცია და სხვა ქიმიური ანალიზის თვალსაზრისით რთული სამუშაოების ჩატარება. რაც ეყრდნობა კარგ საბაზისო ცოდნას ლაბორატორიული პრაქტიკის და ხარისხის კონტროლის დარგში. შეუძლია ქიმიურ ნივთიერებებთან მუშაობის შესაძლო რისკის შეფასება. ფლობს პრობლემების დაგეგმვის, აგრეთვე ადექვატური კვლევის მეთოდებისა და პროცედურების შერჩევის უნარს.

     

    დაწერილია ორშაბათი, 01 სექტემბერი 2014 წაკითხვა 47 ჯერ
  • ქიმიური და სასურსათო პროდუქტების ექსპერტი

          ქიმიური და სასურსათო პროდუქტების ექსპერტი არის ტექნიკური დარგის სპეციალისტი, რომლის კომპეტენციის არეალში შედის ქიმიური და სასურსათო პროდუქტების საექსპერტო გამოკვლევების ჩატარება მათი ხარისხის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.

       დასაქმების სფერო: ქიმიური და სასურსათო პროდუქტების ტექნიკური კონტროლის ლაბორატორიები და ხარისხის მართვის სამსახურები;

         ქიმიური და სასურსათო პროდუქტების ხარისხის შემფასებელი, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ლაბორატორიები;  მსხვილი სავაჭრო ობიექტები; საბაჟო სამსახურის ლაბორატორიები

     პროგრამა სამსაფეხურიანია  (III-IV-V) 

    მესამე საფეხურის პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა საბაზო განათლება; იცის საექსპერტო სინჯების აღება და საექსპერტოდ მომზადება, საანალიზო პრეპარატების მომზადება და შემოწმება, ქიმიური ანალიზი. აქვს ქიმიური და სასურსათო პროდუქტების საექსპერტო-ლაბო-რატორიულ სამუშაოებისათვის დამახასიათებელი ძირითადი ფაქტორების პრინციპების, პროცესების და ზოგადი კონცეფციების გარკვეული ცოდნა. აცნობიერებს გართულებული ამოცანების შესასრულებლად აუცილებელ ნაბიჯებს.  შეუძლია გამოიყენოს სფეროს სპეციფიკისათვის დამახასიათებელი უნარების ფართო სპექტრი, შეაფასოს დავალებების შესასრულებლად სხვადასხვა მიდგომა, შეარჩიოს და მიუსადაგოს სათანადო მეთოდები, ინსტრუმენტები და მასალები.

    შეუძლია გამოიყენოს ქიმიური და სასურსათო პროდუქტების საექსპერტო- ლაბორატორიულ სამუშაოთა სპეციფიკაციისათვის დამახასიათებელი უნარების ფართო სპექტრი. პროდუქციათა სტანდარტების ანალიზის საფუძველზე დაადგინოს ხარისხი. შეაფასოს დავალებების შესასრულებლად სხვადასხვა მიდგომები და შეარჩიოს ოპტიმალური მეთოდები, აპარატურა და მასალები (რეაქტივები).

              მეოთხე საფეხურის პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა მესამე საფეხურის კვალიფიკაციის ქონა; იცის საექსპერტო სინჯების აღება და საექსპერტოდ მომზადება, საანალიზო პრეპარატების მომზადება და შემოწმება, ქიმიური ანალიზი, პროდუქციათა სტანდარტები. აქვს ქიმიური და სასურსათო პროდუქტების ექსპერტიზის და პროდუქციის ხარისხის შემოწმების ფაქტობრივ გარემოებებსა და თეორიულ საფუძვლებზე დამყარებული ცოდნა. აცნობიერებს პრობლემის გადაჭრის ზოგად შესაძლებლობებიშეუძლია, სამუშაოს დაგეგმვისა და შესრულების პროცესში გამოიყენოს სანდო ინფორმაციის წყაროები, შეიმუშაოს სტრატეგია წამოჭრილი სპეციფიკური ამოცანის დასაძლევად და შეაფასოს მიღებული შედეგები შესრულებული სამუშაოს გაუმჯობესების მიზნით.

    შეუძლია საექსპერტო სამუშაოს დაგეგმვისა და შესრულების პროცესში გამოიყენოს სანდო ინფორმაციის წყაროები: პროდუქციათა სტანდარტები, ინსტრუქციები; შეიმუშაოს სტრატეგია წამოჭრილი სპეციფიკური ამოცანების გადასაწყვეტად და კრიტიკულად შეაფასოს მიღებული შედეგები ჩატარებული საექსპერტო სამუშაოების გაუმჯობესების მიზნით.

            მეხუთე საფეხურის პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა მეოთხე საფეხურის კვალიფიკაციის ქონა.კურსდამთავრებულს  აქვს პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული მრავალმხრივი და/ან სპეციალიზებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, აცნობიერებს პროფესიული საქმიანობის შესაძლებლობებს (საზღვრებს). 

    იცისსაექსპერტო სინჯების აღება და საექსპერტოდ მომზადება, საანალიზო პრეპარატების მომზადება და შემოწმება, ქიმიური ანალიზი, პროდუქციათა სტანდარტები. აქვს ქიმიური და სასურსათო პროდუქტების ექსპერტული სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებული მრავალმხრივი ან სპეციალიზირებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნა. აცნობიერებს პროფესიული საქმიანობის შესაძლებლობებს. შეუძლია შემეცნებითი და პრაქტიკული უნარების ფართო სპექტრის გამოყენება აბსტრაქტული პრობლემების შემოქმედებითად გადასაწყვეტად. შეუძლია შემეცნებითი და პრაქტიკული უნარების ფართო სპექტრის გამოყენება აბსტრაქტული პრობლემების შემოქმედებითად გადასაწყვეტად. შეუძლია ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების მოძიება და მათი ანალიზის საფუძველზე პროდუქციის ხარისხის შესაბამისობის დადგენა სტანდარტებთან.

     

     

    დაწერილია ორშაბათი, 01 სექტემბერი 2014 წაკითხვა 43 ჯერ

 
კონტაქტი