ჩვენ შესახებ


ავტორიზაციის გადაწყვეტილება საზოგადოებრივი კოლეჯი ორიენტირი წარმოადგენს კერძო პროფესიულ სასწავლო დაწესებულებას, რომელიც დაარსებულია 25 წლის წინ, გავლილი აქვს სხვადასხვა პროცედურები, აქვს პროფესიული განათლების დარგში დიდი წარმატებები და გამოცდილება. ორიენტირს გააჩნია საკუთარი კეთილმოწყობილი 1300 კვადრატული მეტრის ფართის მქონე შენობა, რომელშიც განთავსებულია ნათელი, სპეციალობების შესაბამისად აღჭურვილი აუდიტორიები, ლაბორატორიები, სამედიცინო კაბინეტი, საკონფერენციო დარბაზი და ადმინისტრაციისთვის განკუთვნილი თანამედროვე დონეზე დაკომპლექტებული კაბინეტები. სასწავლო პროცესს ხელმძღვანელობენ და სასწავლო კურსებს უძღვებიან დარგის გამოცდილი პროფესიული მასწავლებლები. საწარმოო პრაქტიკას სტუდენტები გადიან მოწინავე საწარმოებში, კვალიფიციური კადრების მეთვალყურეობით და დახმარებით. სასწავლებელს აქვს სპორტული მოედანი, ავტოსადგომი, შენობის ყველა სართულზე შესაძლებელია მუდმივი ინტერნეტით სარგებლობა, შენობის მიმდებარე ტერიტორია დაცულია სათვალთვალო კამერით. სასწავლებელი სტუდენტებს ამზადებს შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში, კურსადამთავრებულები წარმატებით საქმდებიან შეძენილი სპეციალობის შესაბამისად. საზოგადოებრივ კოლეჯ ორიენტირს, როგორც წარმატებულ საგანმანათლებლო დაწესებულებას მიღებული აქვს მრავალი სერტიფიკატი. კოლეჯი ორიენტირი დარგის ლიდერია, საქართველოს ლიდერ საწარმოთა 2016 წლის რეიტინგის ოქროს და კერძო კოლეჯების ასოციაციის მიერ ჩატარებული ბრენდირების ორგზის ხუთი ვარსკვლავის მფლობელია.
ავტორიზაცია/აკრედიტაცია #1
ავტორიზაცია/აკრედიტაცია #2
ავტორიზაცია/აკრედიტაცია #3