შპს ორიენტირი აგრძელებს მუშაობას ახალ მოდულურ პროგრამებზე, რომლის დამატების სურვილიც აქვს კოლეჯს. გაიმართა მორიგი სამუშაო შეხვედრა საექთნო განათლების საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ ადამიაურ რესურსთან. შეხვედრას უძღვებოდა კოლეჯის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ქალბატონი ნონა ფანჯიკიძე. შეხვედრა იყო ინფორმაციული. განხილული იყო მოდულური პროგრამების განხორციელების სპეციფიკა, მოდულების სტრუქტურა, სასწავლო რესურსები, სწავლის შედეგების შეფასების მეთოდები.