2018 წლის 17 ივლისს საზოგადოებრივ კოლეჯ ორიენტირში გაიმართა მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო მოკლევადიანი პროგრამის მოსარგებლეთათვის სერტიფიკატის გადაცემის ღონისძიება. ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარი ბეზარაშვილი, დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის სამართველოს უფროსი სპეციალისტი მარინა ახვლედიანი და სოციალური მომსახურების მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტი ლიკა მარტიაშვილი.