2018 წლის 11 მაისს შპს ორიენტირმა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ „თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანებამ“ გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობის მიზანია მოხალისეობის განვითარების ხელშეწყობა; სტუდენტური ორგანიზაციების და კლუბების განვითარების ხელშეწყობა; სტუდენტების ჩართულობის ხელშეწყობა საერთაშორისო კულტურულ – სპორტულ და საგანმანათლებლო პროგრამებში; სტუდენტების და ახალგაზრდების ინიციატივების და თვითრეალიზების წახალისების ხელშეწყობა; სტუდენტებში არაფორმალური განათლების სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.
ასევე, გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა კოლეჯის სტუდენტებთან.
თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანების დირექტორმა ბატონმა კახა აბულაძემ სტუდენტებს გააცნო ცენტრის მიზნები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები. კოლეჯი „ორიენტირი“ მადლობას უხდის „თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანებას“, ბატონ კახა აბულაძეს და ქალბატონ დოდო ჭუმბურიძეს საინტერესო შეხვედრისა და მხარდაჭერისთვის.