საზოგადოებრივი კოლეჯი ორიენტირი საშუალო სკოლის მოსაწვლეების პროფესიული განათლების შესახებ ინფორმირებისთვის, მუდმივად აწყობს პროფორიენტაციის ვიზიტებს.
2017 წლის 30 მარტს, საზოგადოებრივ კოლეჯ ორიენტირში, იმყოფებოდნენ 83 საჯარო სკოლის მოსწავლეები. მათ დაათვალიერეს კოლეჯის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ასევე კოლეჯის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესაუბრნენ პროფესიული განათლების შესახებ, გააცნეს კოლეჯში არსებული პროფესიები, რათა მათთვის გაადვილდეს სასურველი პროფესიის არჩევა.