საზოგადოებრივ კოლეჯ ორიენტირში, 2017 წლის 30 ნოემბერს განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის გარე მხარდაჭერის წარმომადგენელი ქალბატონი თეა ცომაია დაესწრო ბაგა ბაღის აღმზრდელი პედაგოგის მოდულური პროგრამის „ადრეული განათლების კურიკულუმის“ მოდულის განხორციელების პროცესს (პრაქტიკული მუშაობა). მოდულს უძღვებოდა პროფესიული მასწავლებელი დარეჯან ბენდელიანი.