28 სექტემბერი 2017წელი…განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი…
საინფორმაციო შეხვედრა მოდულური პროფესიული პროგრამების განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებების შიდა მხარდაჭერის ჯგუფის წევრებთან.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით მოდულური პროგრამების დანერგვის მხარდაჭერის ფარგლებში გაიმართა მოდულური პროფესიული პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებების შიდა მხარდაჭერის ჯგუფის წევრების საინფორმაციო შეხვედრა.
შეხვედრის მიზანი იყო შიდა მხარდაჭერის ჯგუფების სამუშაო გამოცდილების, საუკეთესო პრაქტიკისა და რეკომენდაციების გაზიარება.