ორიენტირის სტუდენტების საყურადღებოდ !!!

დასვენება ზღვაზე ! განათლება უნივერსიტეტში ! საზაფხულო სკოლა ბათუმში !

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობა ამზადებს საზაფხულო პროგრამებს ქ.ბათუმისა და სხვადასხვა ქალაქებში არსებული სტუდენტ-ახალგაზრდობისთვის, ლექტორ-მასწავლებლებისთვის, (ივლისი-სექტემბერი) მათთვის განსაკუთრებით საინტერესო და აქტუალურ მიმართულებებში შემსწავლელი კურსების, ტრენინგების და დისკუსიების, აგრეთვე სპორტული, გასართობი ღონისძიებებისა და ექსკურსიების მოწყობის უზრუნველყოფით. ეს იქნება ერთ-ერთი ელიტარული სკოლა, რომელიც საქართველოს უამრავი ცნობილი ადამიანის გაცნობის და ნახვის შესაძლებლობას მხოლოდ პროგრამების მეშვეობით მოგცემთ. ცხადია, რომ ასეთი დონის სკოლა უსაფრთხოების სრულ გარანტიასაც იძლევა.

შესაბამისად, საზაფხულო სკოლის პროგრამები შინაარსითაც განსხვავებულია, ვინაიდან პროგრამა მოიცავს 15 საათიან სწავლებას და იმდენად საინტერესო დაგეგმილ ღონისძიებებს, რომ ახალგაზრდებს მოსაწყენად დრო არ დარჩებათ. აქ გათვალისწინებული იქნება ყველაფერი დასვენებისთვის, სუფთა ჰაერი, ლამაზი პეიზაჟები და ა.შ

საზაფხულო სკოლის პროგრამები ტარდება როგორც გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის (ბათუმი) ბაზაზე, (აუდიტორიები, საკონფერენციო და სააქტო დარბაზები) ასევე უნივერსიტეტის სარგებლობაში არსებულ ზღვის სანაპირო ზოლზე. (ALMA-MATER BEACH-2017) სადაც პროგრამის განხორციელებისათვის შესაბამისად მოეწყობა გარემო და დაიდგმება კარვები. (დღის საცხოვრებელი). ხოლო ღამით განთავსდებიან უნივერსიტეტის შენობაში არსებულ სტუდენტურ რეზიდენციებში, რომელიც მხოლოდ ზაფხულში ასრულებს სტუდენტური სახლის ფუნქციას.

და რაც მთავარია, საზაფხულო სკოლის ფუნქციონირება საუკეთესო სტიმულია ახალგაზრდებისთვის – მათ უფრო მეტი ხალისი უჩნდებათ სწავლის მიმართ, იგებენ ბევრ ახალ და საინტერესო ამბებს, შემდგომში ურთიერთობენ ინტერნეტში ახალ მეგობრებთან, აყალიბებენ ახალგაზრდულ პროექტებს, მუშაობენ ახალი იდეების გენერირებაზე, ყოველივე ეს კი რაც ხელს უწყობს მათ ცოდნას და განვითარებას.

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი გთავაზობთ კარგი რეპუტაციის მქონე საზაფხულო სკოლას, შესაბამისად მასში მონაწილე ყველა ახალგაზრდა გაეცნობა წესებს და ისარგებლებს სპეციალურად მათთვის შედგენილი ინსტრუქციების მიხედვით.

არდადეგები, განათლება და დასვენება აქ!

მისამართი: ქ. ბათუმი, თამარ მეფის გამზირი #60. მობ: 571 343420 555 359494

გადასახადი: 180 ლარი ხუთი დღით (დაბინავება, კვებით უზრუნველყოფა, ექსკურსიები)

პროგრამები:

1. ლიტერატურულ-შემოქმედებითი საზაფხულო სკოლა

2. ქართული და მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის საზაფხულო სკოლა

3. ადამიანის უფლებათა დაცვის საზაფხულო სკოლა

4. საზაფხულო სკოლა ,,გაეცანი აჭარას“

5. გენდერი და პოლიტიკის საზაფხულო სკოლა

6. საოჯახო და მემკვიდრეობითი საზაფხულო სკოლა

7. თინეიჯერების საზაფხულო სკოლა

8. მასობრივი კომუნიკაციის საზაფხულო სკოლა