2017 წლის 20 ივნისს საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის მიერ ჩატარდა პროფესიული განათლების მასწავლებელთა და სტუდენტთა მეორე კონფერენცია. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო საზოგადოებრივი კოლეჯი ორიენტირის პრაქტიკოსი ექთნის მეხუთე საფეხურის პროფესიული საგანმანათლბლო პროგრამის სტუდენტმა ქეთევან ხიზანაშვილმა. თემა – „თამბაქოს შეწირული ჯანმრთელობა“. როგორც თემამ, ასევე პრეზენტაციამ დამსწრეთა მოწონება და აღიარება დაიმსახურა. ქეთევან ხიზანაშვილის მონაწილეობა კონფერენციაში წარმატებული იყო.