2017 წლის 22 თებერვალს, საზოგადოებრივ კოლეჯ ორიენტირში ჩატარდა ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგის მოდულური პროგრამის „ბავშვზე ორიენტირებული მიდგომის“ მოდულის შედეგის დადასტურების პროცესი. სტუდენტებმა შექმნეს საბავშვო ბაღის იმიტირებული გარემო და სააღმზრდელო პროცესში ბავშვზე ორიენტირებული მიდგომები გამოიყენეს.