2017 წლის 10 მარტს საზოგადოებრივ კოლეჯ ორიენტირსა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
მემორანდუმით მხარეები კისრულობენ ვალდებულებას, წარმართონ საკუთარი საქმიანობა ურთიერთთანამშრომლობის, პარტნიორობისა და ერთმანეთის საქმიანობისადმი ხელშეწყობის პრინციპებზე, რაც შემდგომში განხორციელდება კონსულტაციების, ერთობლივი სემინარების, კონფერენციების და ერთობლივი პროექტების მომზადების, წარდგენის, დაცვისა და განხორციელების გზით.